Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შემდეგი პუნქტების შევსება. ესენია: სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება, აპარატული და  პროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდური მასალების, ინვენტარის, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღე

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანი და შევიმუშავე მოსწავლეთა პრეზენტაციის შფასების რუბრიკა. განვსაზღვრე პროექტის მსვლელობის პროცედურები, კერძოდ, გამოწვევისა და პროექტის გაცნობის ეტაპები.
დასასრულს, შესრულებული დავალება ავტვირთე საკუთარ ბლოგზე.

Sunday, April 23, 2017

მეხუთე დღე

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღეს დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის /პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ის პროგრამაში.
ფოსტის დისკზე  ავტვირთე პროექტის საქაღალდე.
ბლოგზე დავამატე ფურცლები: ჩემი პროექტი, კონტაქტი, სურათები. დავასათაურე, ავტვირთე სურათები, შევქმენი მენიუს ზოლი.
დასასრულს ავტვირთე რეფლექსია ბლოგზე.


Saturday, April 22, 2017

მეოთხე დღე

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღეს განვსაზღვრე პროექტის შეფასების გეგმის კომპონენტები, კერძოდ, პროექტის მსვლელობის ეტაპები პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.  გავაკეთე მოსწავლეთა შეფასების მოკლე მონახაზი.
გარდა ამისა, მოვიძიე საჭირო მასალა მოსწავლის ნიმუშის შესაქმნელად და დავიწყე მასზე მუშაობა.

Sunday, April 9, 2017

მესამე დღე

ინტელის ტრნინგის მესამე დღეს განვსაზღვრე პროექტის  სასწავლო მიზნები და შედეგები.  გავეცანი  მიმართულების მიმცემ კითხვებს,  შევავსე პროექტის გეგმის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების კომპონენტები. შევქმენი პროექტის გეგმის  პრეზენტაცია PowerPoint-ის პროგრამაში, Google Drive-ზე ავტვირთე პროექტის საქაღალდე.
დასასრულს ბლოგზე განვათავსე  მესამე დღის რეფლექსია.

Saturday, April 8, 2017

მეორე დღე

ინტელის ტრენინგის მეორე  დღეს შევავსე პროექტის გეგმის გარკვეული პუნქტები.კერძოდ, შევარჩიე პროექტის თემა,  კლასი, სწავლების საფეხური და განვსაზღვრე პროექტის შინაარსი.
 გარდა ამისა,  გავეცანი პროექტის გეგმის ნიმუშებს.
დასასრულს დავსახე პროექტის მიზნები ესგ-ს მიხედვით.

Saturday, April 1, 2017

პირველი დღე

ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს (tpdc.ge/essentials/) რომელიც თავის მხრივ 8 მოდულად არის დაყოფილი. შევქმენი საქაღალდეები, სადაც განვათავსე ელექტრონული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი სხვადასხვა დოკუმენტი: პროექტის სასწავლო გეგმა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. გავეცანი ელექტრონული ფოსტის გამოყენებისა და ბლოგის შექმნის სტრატეგიებს, რაც გარკვეულ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. დასასრულს შექმნილ ბლოგზე განვათავსე პირველი სამუშაო დღის რეფლექსია.